სერვისები ხაშურში რეგისტრირებულ სტუდენტთა ნაწილს მერია 800 ლარით ეხმარება

ხაშურში რეგისტრირებულ სტუდენტთა ნაწილს მერია 800 ლარით ეხმარება

metalab.ge

თუ ცხოვრობთ ხაშურში და ხართ სტუდენტი, ასევე თუ აკმაყოფილებთ მერიის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, 800 ლარამდე დახმარების მიღებას შძლებთ.

ვინ მიიღებს დახმარებას?

  • აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ხელმოკლე სტუდენტები;
  • საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, აგრეთვე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა შვილები; (სავარაუდო კონტინგენტი – 160 სტუდენტი)

 სწავლის ქირის დაფინანსება განსაზღვრულია 800 ლარის ფარგლებში.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

1. განცხადება მერის სახელზე;

2. პირადობის მოწმობის ასლი;

3. სტუდენტის ბილეთის ასლი (ან ცნობა სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ);

4. ანგარიშფაქტურა გადასახდელი სწავლის ქირის ოდენობის შესახებ;

5. ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან;

6. მშობლის დაღუპვის გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.