სერვისებიხაშურში მცხოვრები შშმ ქალებისთვის ტექნიკა და ტრანსპორტირება ფინანსდება

ხაშურში მცხოვრები შშმ ქალებისთვის ტექნიკა და ტრანსპორტირება ფინანსდება

metalab.ge

ხაშურის მუნიციპალიტეტი შშმ ქალებს სთავაზობს პაკეტს, რომელიც მათ დასაქმებასა და განათლებაში დაეხმარება.


ტექნიკური მხარდაჭერა გულისხმობს – 2 000 ლარამდე ლეპტოპის ან სხვა საჭირო ტექნიკის
შეძენას. მობილობა კი სასწავლებლამდე ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს.


დახმარების მისაღებად, წარადგინეთ ხაშურის მერიაში ნივთის წინასწარი ინვოისი მაღაზიიდან და შშმ პირის მოწმობა. ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ პერსონალური ასისტენტის მომსახურება.

დაკავშირებული სტატიები