ხაშურში, ზოგიერთი კატეგორიის მოსახლეობისთვის ადგილობრივ ბიუჯტში სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებისთვისაა გათვალისწინებული:
1. ვინც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას;
2. რომელთა სამედიცინო მომსახურებას არ აფინანსებს სადაზღვევო კომპანია ან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა;
3. რომელთა სამედიცინო მომსახურებას არ აფინანსებს სადაზღვევო კომპანია ან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა.
დახმარების გაცემის შესაძლებლობას, მიზანშეწონილობას და მოცულობას (არაუმეტეს 2000 ლარისა) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია.
დაფინანსების მოცულობა:
0- 100 000-მდე – პაციენტებისთვის გათვალისწინებულია დაუფინანსებელი თანხის 100% , მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა; (სხვა შემთხვევაში დაუფინანსებელი თანხის 50% , მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა);
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ფორმა #IV-100/a;
4. წინასწარი ანგარიშფაქტურა კალკულაციით სამედიცინო დაწესებულებიდან;
5. ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან (1-ა) (2-ა)
6. საყოველთაო ჯანდაცვის სახ. პროგრამის მართვის დეპარტამენტის ან სადაზღვევო ორგანიზაციის წერილი (გადაწყვეტილება) ავადმყოფის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოცულობის შესახებ.”(1), (2), (3).
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8