სერვისები ხაშურში ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურების მიღება უფასოდ შეგიძლიათ

ხაშურში ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურების მიღება უფასოდ შეგიძლიათ

metalab.ge

თუ ცხოვრობთ ხაშურში, ბორჯომში ან ხარაგაულში და გჭირდებათ ფსიქიატრის დახმარება „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს“ უნდა მიმართოთ.

სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურება ხორციელდება შემოსაზღვრულ არეალში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის მქონე პირის მიმართ, რომელიც ამბულატორიას მიმართავს პირველადი ჯანდაცვის ექიმის ან ფსიქიატრიული სამსახურების მომართვით ან თვითდინებით.

მომსახურება ხორციელდება ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელისა და მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით – ფსიქიატრის, ექთნის, სოციალური მუშაკის ან ფსიქოლოგის მონაწილეობით.

მომსახურება ხორციელდება ოფისში ან ბინაზე/თემში ან სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი 18 წლამდე ბავშვების შემთხვევაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში.

მომსახურება გულისხმობს, 4 ვიზიტს 2 თვის განმავლობაში და ხორციელდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის გადაწყვეტილებით.

ტერიტორიული პრინციპის დარღვევით მიმართულ პაციენტთა მომსახურება დასაშვებია პაციენტის განცხადების საფუძველზე, თუკი სერვისის მიმწოდებელს შესაბამისი რესურსი გააჩნია.

მომსახურების ფინანსური მხარდამჭერია ცენტრალური ხელისუფლება და ის ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი.

რა დიაგნოზისთვისაა განკუთვნილი აღნიშნული მომსახურება?

ა) F00-F09 – ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით

ბ) F20-F29 -შიზოფრენია, შიზოტოპური აშლილობანი

გ) F30-F39 – აფექტური აშლილობანი

დ) F43 – რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევებზე

ე) F70-F79 – გონებრივი ჩამორჩენა

ვ) F80-F89 – ფსიქიკური განვითარების დარღვევები

ზ) F90-F98 – ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობანი.

რა აქტივობებია გათვალისწინებული?

ა) პირველადი კონსულტაცია

ბ) პირის მეთვალყურეობაზე აყვანა ( პაციენტის სურვილის შემთხვევაში) და უწყვეტი ზრუნვა

გ) დიაგნოსტიკა

დ) მკურნალობა

ე) ექიმ-ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფა

ვ) სოციალური მხარდაჭერა

ზ) თემში არსებულ სამედიცინო (პირველადი ჯანდაცვა) და სოციალურ სერვისებთან მჭიდრო თანამშრომლობა

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.