სამართალი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს გორში, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია უფინანსდებათ

ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს გორში, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია უფინანსდებათ

metalab.ge

18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას საჭიროებენ, სპეციალური კურსი უფინანსდებათ. ამ მიზნით მათ (საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად),  გორის მერიისგან წლის განმავლობაში ერთჯერად, 350 ლარის მიღება შეუძლიათ. დახმარების მიმღები პირები 2021 წლამდე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა იყვნენ რეგისტრირებულები.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

დახმარების მისაღებად, ბენეფიციარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მერიაში შემდეგი სახის დოკუმენტაცია წარადგინოს:

  • განცხადება მერის სახელზე;
  •  დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის/დაბადების მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
  •  ფსიქოლოგის დასკვნა და რეკომენდაცია ფსიქორეაბილიტაციის საჭიროებაზე.
  •  ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.