415
თანამედროვე ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება და სამყარომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში, არაერთ წარმატებას მიაღწია ინოვაციური იდეებისა და მიზნების განხორციელებაში. Tesla-ს, SpaceX-ისა და X-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ მალე ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური კაპიტალის ჩანაცვლება ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლება, ანუ ჩვენი საქმების უდიდეს ნაწილს მალე AI შეასრულებს. წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ცხოვრება 5 წლის შემდეგ და პარალელურად მოვუსმინოთ ანი ჯაბახიძეს, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის მოსალოდნელ გავლენებს გაგვიზიარებს. მოხსენება მან შვედური ორგანიზაციის, Civil Rights Defenders მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოამზადა.