ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანა. ამ ფაქტს სააგენტო “რესი” ე.წ. სახელმწიფო საზღვრისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით ხსნის.
ახალი დოკუმენტის მიხედვით, “სახელმწიფო საზღვრის” დაცვისას, დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება შესაძლებელი იქნება.
შესაბამისი ანგარიში 28 ივნისს გამართულ “მთავრობის სხდომაზე“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ვალერი ალიხანტიმ წარადგინა.
“ამჟამად, უპილოტო საფრენი აპარატები პოულობენ გამოყენების მზარდ დიაპაზონს როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედრო სფეროში. გამონაკლისი არ არის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან, რასაც მოწმობს მეზობელი სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებული გამოყენება“, – აღნიშნა მან.