Home პოლიტიკა ცხინვალში დაანონსებული “რეფერენდუმი”, “წინასაარჩევნო” სატყუარაა – დიმიტრი სანაკოევი

ცხინვალში დაანონსებული “რეფერენდუმი”, “წინასაარჩევნო” სატყუარაა – დიმიტრი სანაკოევი

metalab.ge

რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შესვლის შესახებ დაპირებები არის “წინასაარჩევნო” სატყუარა მეტი “ელექტორატის” მოსაზიდად.  ასე შეაფასა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის არალეგიტიმური ლიდერის განცხადება.

დიმიტრი სანაკოევის თქმით, რუსეთთან შეერთების შესახებ “რეფერენდუმის“ ჩატარებასთან დაკავშირებული განცხადებები, ცხინვალში 2012 წლიდან კეთდება, თუმცა ამას გაგრძელება არ ჰქონია და მოსკოვს ამ საკითხის პედალირება ერთხელაც არ დაუწყია.

“დღეს ცხინვალში ხუთიდან ერთ-ერთი ე.წ. “პრეზიდენტობის კანდიდატი“ ახცადებს, რომ დროა ოკუპირებული ტერიტორიის “ისტორიულ სამშობლოში“ დაბრუნების „ოცნება“ განხორციელდეს, რაც რეალობის დამახინჯებაა, მხოლოდ სურვილი, რადგან ოკუპირებული რეგიონი გეოგრაფიულადაც და ისტორიულადაც საქართველოს განუყოფელი ტერიტორიაა. ეს უფრო “წინასაარჩევნო“ დაპირებას ჰგავს. სამხრეთ ოსეთის  ადმინისტრაციის პოზიცია ცალსახაა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად, რადგან ის ტარდება ოკუპაციის პირობებში.  გარდა ამისა, ეგრეთ წოდებული “რეფერენდუმი“ ვერ გამოხატავს მთელი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხალხის ნებას, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გააძევეს ცხინვალის რეგიონიდან და ისინი დღემდე ვერ დაუბრუნდნენ სახლებს”, – აღნიშნა დიმიტრი სანაკოევმა.

81 ნახვა

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

“საინფორმაციო ლაბორატორია სიყალბის მიღმა”

მოიწონე გვერდი

მოგვწერეთ

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მხარდაჭერით.