Home ოკუპაცია ცხინვალის საპატიმროდან ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გამოუშვეს

ცხინვალის საპატიმროდან ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გამოუშვეს

metalab.ge

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.

“აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს”,-აცხაებენ სუსში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა  ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი 2021 წლის 15 დეკემბერს დააკავეს.

49 ნახვა

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

“საინფორმაციო ლაბორატორია სიყალბის მიღმა”

მოიწონე გვერდი

მოგვწერეთ

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მხარდაჭერით.