ოკუპაცია ცხინვალიდან სამკურნალოდ, 65 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვიდა, რომელთაგან 14 გარდაიცვალა

ცხინვალიდან სამკურნალოდ, 65 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოვიდა, რომელთაგან 14 გარდაიცვალა

metalab.ge

ცხინვალიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამკურნალოდ 65 კოვიდინფიცირებული გადმოვიდა. მონაცემები 2020-2021 წლების პერიოდს მოიცავს. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადგილობრივები, ქართულ კლინიკებს მკურნალობისთვის პანდემიის გამოცხადებამდეც აქტიურად მიმართავდნენ. ამ პროცესში უშუალოდაა ჩართული “წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაცია. (ერთადერთი საერთასორისო ორგანიზაცია, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონებში ოფისი აქვს). 

საქართველოს ხელისუფლებამ “რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა” 2010 წელს დაამტკიცა, რის საფუძველზეც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება მიეცათ (საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ან შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის არ ქონის მიუხედავად).

ამ პროგრამით 2020 წელს 128 ცხინვალელმა პაციენტმა ისარგებლა.  მათ შორის 21 კოვიდ ინფიცირებული იყო, მათგან 5 გარდაიცვალა.  2021 წელს კი ოკუპირებული რეგიონიდან ქართულ კლინიკებს 264 პაციენტმა მიმართა, მათ შორის 44 კოვიდინფიცირებული იყო. მათგან 9 პირის გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.