სერვისები ცელიაკიით დაავადებულ და დიალიზზე მყოფ პირებს ქარელში საკვების და მკურნალობის თანხით ეხმარებიან

ცელიაკიით დაავადებულ და დიალიზზე მყოფ პირებს ქარელში საკვების და მკურნალობის თანხით ეხმარებიან

metalab.ge

თუ მიეკუთვნებით ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულთამ ასევე დიალიზზე მყოფთა კატეგორის, შეგიძლიათ ქარელის მუნიციპალური პროგრამით ისარგებლოთ.

პროგრამა ითვალისწინებს, ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ცელიაკიით, აგრეთვე ფენილკეტონურიით დაავადებული ბენეფიციარებისათვის საკვებით დახმარებას, წლის განმავლობაში, თითოეულზე არა უმეტეს 2000 ლარისა, რომელიც საჭიროა შესაბამისი სახეობის საკვების შესაძენად, ხოლო თირკმლის ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფ პირთათვის, ფინანსურ დახმარებას – წელიწადში ერთჯერადად 700 ლარის ოდენობით – გადაადგილებისათვის.

დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს.

„ცელიაკიით დაავადებულებს ესაჭიროებათ განსაკუთრებული საკვებით კვება, ხოლო თირკმელის ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფ პირებს უწევთ სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცედურის ჩატარება სპეციალიზირებულ დაწესებულებაში. აღნიშნული დაავადებები წარმოადგენენ ისეთი დავადებების ნოზოლოგიას, რომელთაც ესაჭიროებათ განსაკუთრებული მკურნალობა“, -აცხადებენ ქარელის მერიაში.

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ ქარელის მერიაში?

ცელიაკიით დაავადებულებისთვვის:

  • განცხადება,
  • წინასწარი ინვოისი,
  • ფორმა 100,
  •  პაციენტის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლები,
  • საბანკო რეკვიზიტები, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

თირკმლის ჩანაცვლებით მკურნალობის (ჰემოდიალიზის) შემთხვევაში:

  • განცხადება,
  • ფორმა 100,
  • პაციენტისა და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლები,
  • საბანკო რეკვიზიტები,

 საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.