მსოფლიო “ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ანტი-ევროპულ კურსს, მათ შორის საქართველოში”

“ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ანტი-ევროპულ კურსს, მათ შორის საქართველოში”

metalab.ge

პოლონეთის, როგორც თავჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გაფართოება იქნება – ეს განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადისლავ სიკორსკიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მისი განმარტებით, ეს იქნება პოლიტიკური ცვლილებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულად პასუხისმგებელი იქნება გაფართოებაზე.

“ვლაპარაკობთ მოლდოვაზე თუ ბალკანეთის ქვეყნებზე. ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ ანტიდემოკრატიული ძალების წინაამდეგ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნების ენთუზიაზმი. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ანტი-ევროპულ კურსს, მაგალითად “ქართულ ოცნებას”, რომელიც ხელისუფლებაშია საქართველოში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ასეთი ქმედებების წინაამდეგ და პოლონეთმა, როგორც თავჯდომარე ქვეყნამ, უნდა შევუწყოთ ხელი ევროპის პოპულარიზაციას უკრაინასა და საქართველოში”, -აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.