66
განათლება დამოუკიდებლობის გარანტიაა. სწორედ ამ დევიზის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტი შშმ სტატუსის მქონე სტუდენტ ქალებს სწავლის საფასურს უხდის.
მკვეთრად გამოხატულ შშმ სტატუსზე – 5 000 ლარი, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსზე – 3 000 ლარია გათვალისწინებული.
დახმარების მისაღებად დაუკავშირდით/მიაკითხეთ გორის მერიის სოციალურ სამსახურს და წარადგინეთ შშმ პირის მოწმობა, ცნობა სასწავლებლიდან და სწავლის საფასურის ინვოისი.


