სერვისები შშმ პირის სტატუსის განსაზღვრა “გორმედში” უფასოდ შეგიძლიათ

შშმ პირის სტატუსის განსაზღვრა “გორმედში” უფასოდ შეგიძლიათ

metalab.ge

თუ გსურთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება, მიაკითხეთ სამედიცინო ქსელს “გორმედი“, სადაც შეგიძლიათ შეზღუდვის გამომწვევი მიზეზის დადგენა. დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას პირის შეზღუდული შესაძლებლობის თაობაზე, შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხსა და გადამოწმების ვადაზე.

„დაწესებულებას გააჩნია რესურსი უზრუნველყოს მომსახურება შვიდი (ზოგადი ქირურგი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი) ან მეტი სპეციალობის ექიმის მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში დაწესებულება უზრუნველყოფს კლინიკურ და ბიოქიმიურ ლაბორატორიულ კვლევებს, ულტრაბგერით, კომპიუტერულ – ტომოგრაფიულ და რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, ეკგ-ს, სპიროგრაფიას, ეეგ-ს“, – ნათქვამია „გორმედის“ განცხადებაში

მომსახურების ფინანსური მხარდამჭერია ცენტრალური ხელისუფლება. „გორმედი“ უზრუნველყოფს კლინიკურ და ბიოქიმიურ ლაბორატორიულ, ულტრაბგერით ლაბორატორიულ, კომპიუტერულ – ტომოგრაფიულ, ეკგ-ს და ეეგ-ს კვლევებს, ასევე რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.