სერვისები შშმ პირების დასაქმებისთვის ხაშურის მერიას მიმართეთ – მუნიციპალიტეტში სპეციალური პროგრამა მოქმედებს

შშმ პირების დასაქმებისთვის ხაშურის მერიას მიმართეთ – მუნიციპალიტეტში სპეციალური პროგრამა მოქმედებს

metalab.ge

თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი შშმ პირია და გსურთ გარკვეული საქმიანობისთვის ანაზრაურების მიღება, ხაშურის მერიას უნდა მიმართოთ. მუნიციპალიტეტში სპეციალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სწორედ აღნიშნული კატეგორიის დასაქმებას ითვალისწინებს. კონკრეტულად კი ადგილობრივ დონეზე შემუშავებულია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების პროგრამა, რაც ამ პირთა სოციალურ ინტეგრაციას და დაუსაქმებელი ადამიანების რიცხვის შემცირებას ისახავს მიზანად.

“ქვეპროგრამის მიზანია ამ მოწყვლადი, დაბალ კონკურენტუნარიანი ჯგუფისათვის, რომელთაც სახელმწიფო არ აფინანსებს ამ მიმართულებით, ამავე კრიტერიუმით დასაქმების ხელშეწყობის ისეთი სერვისების შეთავაზება, რომლებიც გრძელვადიან შედეგებზე იქნება ორიენტირებული და ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან ადაპტაციას საზოგადოებაში”, – აღნიშნავენ ხაშურის მერიაში. 

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.