სერვისებიშიდა ქართლში უსახლკარო ქალებს ბინის ქირისთვის დაფინანსების მიღება შეუძლიათ

შიდა ქართლში უსახლკარო ქალებს ბინის ქირისთვის დაფინანსების მიღება შეუძლიათ

metalab.ge

თუ ხარ ქალი, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი, ან ხარ დევნილი და იმყოფები
მძიმე სოციალურ პირობებში, ქარელის, ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტები გთავაზობთ ბინის ქირის სუბსიდირებას.

ამ მიზნით, ქარელსა და ხაშურში ყოველთვიურად 300 ლარი, ხოლო გორში ყოველთვიურად 200 ლარი გაიცემა.

“პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ უსახლკარო სტატუსის მქონე პირებს. ქალებს, რომელთა საცხოვრებელი საფრთხის შემცველია (ავარიული). დახმარება ეკუთვნით კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებსაც”, – წერია შესაბამის დოკუმენტში.

დახმარების მისაღებად, მერიის სოციალურ სამსახურს უნდა წარუდგინოთ პირადობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (რომ არ გაქვთ ქონება) და ბინის მეპატრონის მონაცემები.

დაკავშირებული სტატიები