სერვისები ყრუ-მუნჯ და უსინათლო მოქალაქეებს გორის მერია 300-დან 350 ლარამდე თანხით ეხმარება

ყრუ-მუნჯ და უსინათლო მოქალაქეებს გორის მერია 300-დან 350 ლარამდე თანხით ეხმარება

metalab.ge

გორის მერიამ 2023 წელს, ყრუ-მუნჯ და უსინათლო მოქალაქეების დასახმარებლად 130 000 ლარი გამოყო. თუ მიეკუთვნებით რომელიმე კატეგორიას, მუნიციპალიტეტისგან 300დან-350 ლარამდე თანხის მიღებას შეძლებთ. თანხის ოდენობა დამოკიდებულია გარკვეულ კრიტერიუმებზე.

კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უსინათლო მოქალაქეებზე ერთჯერადად 350 ლარია გათვალისწინებული. ხოლო შეზღუდვის მქონე პირებზე, რომლებსაც 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა აქვთ, ფულადი დახმარების ოდენობა 300 ლარია.

ამავე ოდენობის თანხა ეკუთვნით სმენადაქვეითებულ (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

  •  განცხადება მერის სახელზე;
  • დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
  • მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (სტატუსით – უსინათლო, ყრუ-მუნჯობა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ყოფნის დამადასტურებელი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
  • დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.