ეპილეფსიით დაავადებულებს ხაშურის ბიუჯეტიდან მედიკამენტები უფინანსდებათ. პროგრამა 200 ლარის ფარგლებში დახმარებას ითვალისწინებს. იგივე თანხა გაიცემა დაუნის სინდრომით დაავადებულების მედიკამენტების დასაფინანსებლადაც.
ხოლო ინსულტით დაავადებულებისთვის, მედიკამენტების ღირებულების დაფინანსება 300 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
ღვიძლის ციროზით დაავადებულებისთვის მედიკამენტების ღირებულების დაფინანსება განისაზღვრება – 500 ლარის ფარგლებში;
პარკინსონიზმით დაავადებულებისთვის მედიკამენტების ღირებულების დაფინანსება 500 ლარის ფარგლებში ხდება;
ბრონქული ასთმით დაავადებულებისთვის მედიკამენტების ღირებულების დაფინანსება – 500 ლარის ფარგლებში.
აორტო-კორონარული შუნტირებით, მედიკამენტების ღირებულების დაფინანსება 500 ლარის ფარგლებში;
ონკოლოგიური დაავადებულებისთვის:
- მედიკამენტების ღირებულების დაფინანსება 300 ლარის ფარგლებში;
- 0- 100 000 მდე – 500 ლარის ოდენობით;
მხედველობა დაქვეითებული ბენეფიციარები (თვალის ინექცია (ავასტინი) ღირებულების დაფინანსება არაუმეტეს 250 ლარის ფარგლებში.
რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ მერიაში?
1. განცხადება მერის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ფორმა #IV-100/
4. წინასწარი ანგარიშფაქტურა კალკულაციით აფთიაქიდან;
5. ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან;
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8