ოკუპაცია ქართულ სოფლებთან რუსი ჯარისკაცების გადაადგილების ამსახველი ვიდეო ვრცელდება

ქართულ სოფლებთან რუსი ჯარისკაცების გადაადგილების ამსახველი ვიდეო ვრცელდება

metalab.ge

სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წარმომადგენელმა ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელიც რუსეთის ჯარისკაცების გადაადგილებას ასახავს. დავით ქაცარავას განმარტებით, არსებობს უკანონო ბორდერიზაციის ახალი გეგმა, რომლის განხორციელება მისი ტქმით, უკვე დაწყებულია.

“საჯარო ბიბლიოთეკაში გავასაჯაროვეთ საოკუპაციო რეჟიმის ბორდერიზაციის ახალი გეგმა. ამ გეგმის გარკვეული კომპონენტები უკვე განხორციელების სტადიაშია და გეგმის მიხედვით მოიცავს 200 კავდრატულ კილომეტრს. ჩვენს მიერ გავრცელებული ვიდეო, დასტურია იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმი მოძრაობს და ღობავს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიას ჩორჩანა-ჯვარის მონაკვეთზე. ამ ვიდეოს მტკიცებულებად თან ახლავს ჯიპიეს კოორდინატი, რომელიც აჩვენებს, როგორ მოქმედებენ ოკუპანტები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე”, -აღნიშნა დავით ქაცარავამ.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.