843
დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ძარწემში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სასროლეთი მოაწყეს, პატარა ლიახვის ხეობის სოფელი ერედვი კი ნაგავსაყრელად აქციეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლები განადგურებულია, რასაც უწყება ქართული კვალის წაშლად აფასებს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ნაგებობების იერსახის შეცვლის შესახებ არსებულ ვითარებაზე metalab.ge – ც წერდა, სადაც ექსპერტები ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდნენ.
ამავე თემაზე: აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული კვალი იშლება – რას იტყვის უახლესი ისტორია