“ქართული მედია ჯგუფის” ახალი პროექტის გახნას “უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის” (CASE) ხელმძღვანელი, ლაშა პატარაია დაესწრო, რომელიც სპეციალური მოწვევით, წლის ბოლომდე გორში, უსაფრთხოების კურსს უხელმძღვანელებს.
კონკურსის წესით შერჩეულ მსმენელებს მან ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რასაც “უსაფრთხოების აკადემიის” პროგრამა ითვალისწინებს. “ქართულმა მედია ჯგუფმა” CASE – ს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო, რის შედეგადაც შიდა ქართლში პირველად, კიბერუსაფრთხოების თემაზე, 30 მონაწილე გადამზადდა. ამჟამად კი კურსი უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება.
“ჩვენ უკვე ძალიან წარმატებული გამოცდილება გვაქვს “ქართულ მედია ჯგუფთან” თანამშრომლობის, რომელმაც მოგვცა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია, რომ ახალი კურსები გაგვეკეთებინა. ამ ორგანიზაციის მოწვევით განახლდა ჩვენი თანამშრომლობა და კიდევ უფრო მასშტაბური გახდა ეს ყველაფერი. საშუალება გვაქვს ახალ ფორმატში უფრო მეტი ტრენინგ-სესიით გავაცნოთ ამ ადამიანებს ის რისკები, რაც მათთვის არასდროს ყოფილა ხელმისაწვდომი და რეალურად ვუპასუხოთ ყველა იმ საფრთხეს და გამოწვევას, რომელიც დღეს დგას თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოების წინაშე, მათ შორის საქართველოს მიმართ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება საზოგადობისთვის, განსაკუთრებით ამ რეგიონში. წარმოდგენილია ძალიან მრავალფეროვანი საგმენტი, რაც ჩვენთვის დამატებითი შესაძლებლობაა, რომ მეტ სფეროში მოვახდინოთ ამ ინფორმაციის გაზიარება, არა მხოლოდ იმაზე თუ როგორ დაიცვან თავი, რა არის ეროვნული უსაფრთხოება, არამედ გადავიდნენ პერსპექტივებზე. საბოლოო ჯამში გვჯერა, რომ კურსის შედეგად ძალიან ბევრი სარგებელი შევა საზოგადოებაში, განსაკუთრებით გორსა და მის მიმდებარე სოფლებში, რადგან თუ კი ვსაუბრობთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, პირველ რიგში სწორედ იმ ადამიანების მხარდაჭერაა აუცილებელი, რომლებიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ცხოვრობენ და ყოველდღიურად პირისპირ ხვდებიან ამ რისკებს”, -აღნიშნა ლაშა პატარაიამ.
“ქართული მედია ჯგუფი” დაინტერესებულ პირებს წელს 3 ნაკადად მიიღებს. კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკტის მიღებამდე, სიმულაციური სავარჯიშოებით მათ საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადონ. გარდა სესიებიდან მიღებული ინფორმაციისა, მსმენელები არაერთ საინტერესო კვლევას გაეცნობიან და თავადაც შექმნიან თემატურ ნაშრომებს.
პროექტი შიდა ქართლში “ქართული მედია ჯგუფის” მიერ ხორციელდება და მისი მხარდამჭერია შვედური ორგანიზაცია “სამოქალაქო უფლებების დამველები” ( Civil Rights Defenders).