პოლიტიკა “ქართული ოცნების” მხარდაჭერა რიცხვებში – 2012-2021 წლებში

“ქართული ოცნების” მხარდაჭერა რიცხვებში – 2012-2021 წლებში

admin

2024 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა განსაკუთრებით მაღალ აქტივობას ელოდებიან საქართველოში. ბოლო წლებში,  თითქმის ყველა დონის არჩევნებში მონაწილე ელექტორატის  რაოდენობა 61%-ს არ გასცდენია. ეს იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩეევნები, რა დროსაც  3 მლნ 613 851 ამომრჩევლიდან ხმის მისაცემად უბანზე 2 მლნ 215 ათას 661 ამომრჩეველი მივიდა.

2012 წელს, უბანზე მისული ამომრჩევლებიდან „ქართულ ოცნებას“ მხარი  დაუჭირა  1 მლნ 181 ათას 862 – მა ამომრჩეველმა, რამაც 54,97 % – შეადგინა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არჩევნებზე ელექტორატის ასეთი აქტიურობა არარასდროს ყოფილა, შესაბამისად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელიც ამომრჩეველთა იმ რიცხვიდან დგებოდა, ვინც ხმის მიცემისას უბანზე ფიქსირდებოდა.

წლების მიხედვით, სხვადასხვა დონის არჩევნებზე მმართველი გუნდის მხარდაჭერა იცვლებოდა.  მაგალითად, თუ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“  1 მლნ 181 ათას 862 ხმა მიიღო. 2016 წელს ეს რიცხვი 325 ათას 224 – ით შემცირდა. ხოლო 2020 წელს – 253 ათას 858 -ით.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს,  2014 წელს – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი მთელი საქართველოს მასშტაბით ჯამში – 719 431 იყო.

  • 2017 წელს – 838 154
  • 2021 წელს – 824 755

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე გავლენებს რეგიონებში უფრო მეტად მაჟორიტარობის კანდიდატები ახდენდნენ, ვიდრე მაგალითად სიის ოცეული. ხოლო სრულად პროპორციული წესით არჩევნები საქართველოში ამ დრომდე არ ჩატარებულა.

როგორ შეიცალა „ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა წლების მიხედვით, ამის გასაანალიზებლად რელევანტური იქნებოდა პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრა საუკეთესო შემთხვევიდან, ანუ ამომრჩეველთა 2012 წლის მსგავსი აქტივობიდან, ყველა იმ პოლიტიკური მოვლენის გათვალისწინებით, რაც 2012-2024 წლებში მოხდა.

რა ვითარებაა ამ კუთხით რეგიონებში? მაგალითისთვის შიდა ქართლის მონაცემები განვიხილოთ, სადაც 2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ 48% -ზე მეტი მხარდაჭერა აღარასდროს მიუღია. 12 წლის წინ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონში, კოალიციას 73 ათას 454 – მა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა, რის შემდეგაც მათი რაოდენობა წლების მიხედვით ასე იცვლებოდა:

2012 წლიდან ყველა დონის არჩევნების მონაცემებს თუ განვიხილავთ, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვმა შიდა ქართლში, 2014 წელს საგრძნობლად იკლო, ხოლო 2020 წელს, ისევ გაიზარდა. 2012 წლის მაჩვენებელს კი ბოლო 12 წლის განმავლობაში ვერცერთ არჩევნებზე ვერ მიაღწია.

წლები„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა პარლამენტის და თვითმმართველობის არჩევნებზე (2012-2021 წლებში)
მუნიციპალიტეტიგორიკასპიქარელიხაშური
201233 19913 59212 07814 585
201444 3299 6579 7407 723
201621 97310 02512 2228 779
201722 0049 1119 3828 403
202039 245 (გორი-კასპი)39 245 (გორი-კასპი)28 579  (ქარელი-ხაშური)28 579 (ქარელი-ხაშური)
202127 11693938382  10 140
წყარო: ცესკო

2012 წელს, შიდა ქართლის მასშტაბით, ჯამში 152 ათას 667 ამომრჩეველი მივიდა (63%) ხმის მისაცემად, რაც იყო მაქსიმუმი ბოლო 12 წლის განმავლობაში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული აქტივობა. სწორედ ამომრჩევლის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ქვეყნის მომავალი, თავისი საგარეო კურსით.

მასალა მომზადებულია ForSet – თან პარტნიორობის ფარგლებში და მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქართული მედია ჯგუფი”

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.