სიახლეები ქართველმა, ოსმა და რუსმა მონაწილეებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე ინფორმაცია გაცვალეს

ქართველმა, ოსმა და რუსმა მონაწილეებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე ინფორმაცია გაცვალეს

metalab.ge

ერგნეთში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათ შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მე-17 შეხვედრა გაიმართა. საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC), როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა. ამ ჰუმანიტარული პლატფორმის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც ერთად იკრიბებიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები, ხდება ინფორმაციის გაზიარება.

შეხვედრისას განხილული საკითხები მოიცავდა საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო, 2021 წლის სექტემბრის შეხვედრის შემდეგ განხორციელებულ საქმიანობას და სამომავლო ძალისხმევას ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული 122 პირის ხვედრის გასარკვევად.

“მონაწილეთა შორის მკაცრად ჰუმანიტარულ დიალოგსა და მათ მუდმივ ერთობლივ ჩართულობას საკოორდინაციო მექანიზმში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ოჯახებმა მიიღონ ინფორმაცია და გათავისუფლდნენ გაურკვევლობისგან. ამ დიალოგის გარდა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სურს, რომ მხარეები უფრო დიდი ძალისხმევით ჩაერთონ მოძიებისა და ამოცნობის, ასევე, ოჯახების მხარდაჭერის პროცესში, რათა ის უფრო ეფექტური და მდგრადი გახდეს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწია მათ ახლობლებს”,-აცხადებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ:

მაია ქარდავას (ICRC თბილისი +995 599 55 8818) და მარინა თედეტის (ICRC ცხინვალი +79298098765)

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.