თუ ხართ სტუდენტი, ცხოვრობთ ქარელში და მიეკუთვნებით განსაზღვრულ კატეგორიას, მაშინ თვითმმართველობისგან ყოველწლიურად, 500 ლარის მიღება შეგიძლიათ. კონკრეტულად კი დახმარებას მიიღებენ მარჩენალდაკარგული, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის და სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტები.
” დახმარებას მიიღებენ: ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარჩენალდაკარგული სტუდენტები, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები, პირველი ჯგუფის შშმ პირთა სტუდენტი შვილები, მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტი შვილები, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში რეგისტრირებული (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 50 000-მდე ქულის ჩათვლით) მოქალაქეთა სტუდენტი შვილები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში რეგისტრირებულ აკრედიტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლებელში ბაკალავრიატი, რეზიდენტურა, ან მაგისტრატურა),” – ნათქვამია ქარელის მუნიციპალიტეტის შესაბამის დადგენილებაში.
პროგრამა ითვალისწინებს აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებზე წლიურად სწავლის გადასახადის ერთჯერადად დაფინანსებას, 500 ლარის ოდენობით.
რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ ქარელის მერიაში დახმარების მისაღებად?
- განცხადება, სწავლის დამადასტურებელი ცნობა აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
- განმცხადებლის/სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლ(ებ)ი, სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტები.
- მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლ(ებ)ი.
- პირველი ჯგუფის შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან საერეიტინგო ქულათა ამონაწერი, საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტები.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8