თუ ცხოვრობთ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და უმწეო ოჯახს წარმოადგენთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ მუნიციპალური პროგრამით, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს ერთჯერად, უფასო კვებას ითვალისწინებს. ამ პროგრამისთვის 2023 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 90 000 ლარი 90 ბენეფიციარისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000 ქულას.
“პროგრამით ისარგებლებენ უკვე რეგისტრირებული ბენეფიციარები, ხოლო ადგილის გათავისუფლების შემთხვევაში (გარდაცვალება, უარის თქმა პროგრამაზე, საირეიტინგო ქულის მომატება, რეგულარულად (14 დღე) არ გამოცხადება, რეგისტრაციის ადგილის შეცვლა (სხვა მუნიციპალიტეტში გადასვლა) და სხვა), ჩანაცვლება განხორციელდება სარეიტინგო ქულის, მრავალშვილიანობის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. კვებით უზრუნველყოფა განხორციელდება ყოველდღე, დღეში ერთხელ, დასვენების დღეების გარეშე”, – აცხადებენ ქარელი მერიაში.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8