415
თუ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, 0-დან 18 წლმდე ასაკის, დედ-მამით ობოლ ბავშვებს ადგილობრივი ხელისუფლება მატერიალურ დახმარებას უწევს. საუბარია ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევებზე, რა დროსაც ერთჯერადად, ობლად დარჩენილ თითოეულ ბავშვზე 1000 ლარი გაიცემა.
რა დოკუმენტაციაა საჭირო დახმარების მისაღებად?
- ბავშვის დაბადების მოწმობა
- ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოდან ბავშვის რეგისტრაციის შესახებ
- მშობლების გარდაცვალების მოწმობები
- ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი
- მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი
- მეურვის/მზრუნველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
- საბანკო რეკვიზიტები და სხვა დოკუმენტები – საჭიროების შემთხვევაში.
გასული წლის მსგავსად დედ-მამით ობოლი ბავშვების მატერიალური დახმარებისთვის, ქარელის მერიას ადგილობრივ ბიუჯეტში სულ 5000 ლარი აქვს გათვალისწინებული, 2021 წელს კი ეს მუხლი 6000 ლარით იყო განსაზღვრული.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8