“ფლანგვის დეტექტორი” ანტიკორუფციულ სასწავლო კურსს გორში ჩაატარებს. 10-11 და 17-18 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტიკის სტუდენტებსა და კორუფციის კვლევით დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ. სასწავლო კურსს კურში გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი უმასპინძლებს (იერუშალაიმის ქ. 18).
კურსის განმავლობაში, ფლანგვის დეტექტორის ექსპერტები ტრენინგებს ჩაატარებენ შემდეგ თემებზე:
• კორუფციის ცნება, მნიშვნელობა და საკანონმდებლო ჩარჩოები
• საჯარო ინფორმაციის მოპოვება
• პოლიტიკური პარტიებისა და თანამდებობის პირების ფინანსური დეკლარაციების კვლევა
• საჯარო რეესტრის, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებისა და სხვა ღია წყაროების ანალიზი
• სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერების მონიტორინგი და ანალიზი
• ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტის წაკითხვა
• მონაცემთა ვიზუალიზაცია და გავრცელება სოციალურ მედიაში
‣ შეხვედრები გაიმართება უქმეებზე, 10-11 და 17-18 დეკემბერს.
‣ კურსის დასრულების შემდგომ, დამსწრეებს მონაწილეობის სერთიფიკატი გადაეცემათ. ასევე, მათ საშუალება ექნებათ, მოამზადონ სტატია კორუფციის ან სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ. საუკეთესო სტატიები გამოქვეყნდება ფლანგვის დეტექტორის ვებ-გვერდზე, ხოლო ავტორებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
ანტიკორუფციულ სასწავლოს კურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ:
https://docs.google.com/…/1TSzGgzcl6B5L0Ikcg…/edit
‣ დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტს მხარს უჭერს ამერიკის საელჩო საქართველოში.
“ფლანგვის დეტექტორი” ინოვაციური მედიაპროექტია, რომლის ძირითად მიზანსაც საბიუჯეტო ორგანიზაციების ხარჯების მონიტორინგი და მიზნობრიობის დადგენა წარმოადგენს.