“უსაფრთხოების აკადემია” გორში აცხადებს მსმენელების მიღებას 2023 წლის პირველი ნაკადის დასაკომპლექტებლად. დაინტერესებული პირები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ანაზღაურებად სტაჟირებასაც გაივლიან. კურსი 3 თვიანია, შეხვედრების განრიგი კი შერჩეულ მონაწილეებთან შეთანხმებით გაიწერება. სატრნინგო კურსს უსაფრთხოების სფეროში კვალიფიციური ექსპერტები გაუძღვებიან, რომელთა გამოცდილების გაზიარებით მონაწილეები (აუცილებელია იყოს სრულწლოვანი) უფასოდ დაეუფლებიან შემდეგ თემებს:
- კიბერუსაფრთხოება/ფიშინგი
- დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საფრთხეები, ყალბი ამბების გავლენების შედეგად
- პირველადი დახმარება და სამოქალაქო თავდაცვა ომის, ბუნებრივი კატასტროფების დროს (ხანძარი, წყალდიდობა, აფეთქება და სხვა)
- რისკის შეფასება, სტრესის მართვა და პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება
- დაზვერვა და ინფორმაციის მოძიება/დამუშავება ღია წყაროებზე ხელმისაწვდომობით (OSINT)
დასკვნითი შეხვედრა კი (კურსის ბოლო დღეს) ველზე გასვლით, პრაქტიკული სიმულაციებით შეჯამდება. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2023 წლის 20 აპრილამდე. მონაწილეთა შერჩევა დასრულდება 25 აპრილამდე.
პროექტი “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მხარდაჭერილია შვედური ორგანიზაციის, Civil Rights Defenders მიერ.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: metalab.ge@gmail.com ან kartligroup@gmail.com