პოლიტიკა “უკრაინაში ჩაფლავებული ომის შემდეგ, რუსეთი საქართველოსთან სხვა ტაქტიკის გამოყენებას ეცდება”-ალექსანდრე რუსეცკი

“უკრაინაში ჩაფლავებული ომის შემდეგ, რუსეთი საქართველოსთან სხვა ტაქტიკის გამოყენებას ეცდება”-ალექსანდრე რუსეცკი

metalab.ge

“საქართველოს ამოტრიალება აწყობს ძალიან ბევრს, პრაქტიკულად ყველას – როგორც შიგნით ისე გარეთ, ამიტომ ალბათობა იმის, რომ ეს მოხდება საკმაოდ მაღალია. დასავლეთს სჭირდება, რომ საქართველო გახდეს არა ნეიტრალური, არამედ ნატოს მოკავშირე და მიიღოს ამ ეტაპზე სპეციალური სტატუსი ამ წინადადებას მხარს დაუჭერს საქართელოს მოსახლეობის უმრავლესობა (კონტროლირებად ტერიტორიებზე). მაგრამ პრობლემას წარმოადგენს რუსეთ-ბელორუსიის ბაზარზე მიბმული ეკონომიკური სექტორი. ბუნებრივია ეს რუსეთს არ აწყობს და მისი ამოცანაა შეასუსტოს საქართეოში პროდასავლური ძალები. თუ რუსეთი ამ საფრთხეს მკაფიოდ დაინახავს, ის ეცდება პრევენციული ზომების მიღებას. არაა გამორიცხული, რომ ამისთვის მას დასჭირდეს რუსეთის მოქალაქეების მიმართ არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ზედაწოლის კამპანიის გაძლიერება, არამედ ისეთი სერიოზული ინცინდენტების პროვოცირება, რომელიც გაუხსნის ოპერატიული მოქმედების საშუალებას.

მეორეს მხრივ მას უკრაინაში წარმოებული ჩაფლავებული ომის გამო (ამ ეტაპზე) არ აწყობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ის ეცდება გამოიყენოს სხვა ტაქტიკა. განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი – აჭარის (!!!) – ვალე – ახალციხე – ახალქალაქი – ნინოწმინდა-დმანისის მიმართულებაზე. აქ იკვეთება ნატოს და რუსეთის სტრატეგიული ინტერესები და ეს არის ნატო-რუსეთის რეალური საზღვარი. საფრთხე ემუქრება მთელ სანაპიროს. განსაკუთრებული წერტილი ამ შემთხვევაში არის ბათუმი“, – წერს ფსიქოლოგიის დოქტორი, ალექსანდრე რუსეცკი.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.