“ტექნოპარკმა“ ბიზნესის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი კერძო სექტორისთვის იმ თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაცნობა იყო, რაც კომპანიებს ეფექტურობის გაზრდასა და ციფრულ ლიდერებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. შეხვედრაზე “ტექნოპარკის” დამფუძნებლებმა მოწვეულ სტუმრებს უნიკალური, 5-განზომილებიანი ეკოსისტემა წარუდგინეს. ეს არის ერთიანი სივრცე, რომელიც ბიზნესის ყველა ტექნოლოგიურ საჭიროებას ფარავს: განათლება, AI ავტომატიზაცია, ციფრული მარკეტინგი, პიარი-პროდაქშენი და კიბერუსაფრთხოება.
“ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ მხოლოდ სერვისის მიმწოდებლები. ჩვენ შევქმენით ჰაბი, სადაც ბიზნესი მიიღებს სრულ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას – იდეიდან მის უსაფრთხო და ეფექტურ აღსრულებამდე. დღეს ბიზნესისთვის ხელოვნური ინტელექტის ათვისება არჩევანი კი არა, აუცილებლობა გახდა”, – აღნიშნა “ტექნოპარკის“ თანადამფუძნებელმა და AI პროგრამის ხელმძღვანელმა, ოთარ კვირიკაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონში ინოვაციების დანერგვის მნიშვნელობა, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლებლობები განიხილეს.


