თუ ცხოვრობ კასპში და მიეკუთვნები შემდეგ კატეგორიას:
ა) ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) ბრონქიალური ასთმით და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული პაციენტები;
გ) პარკინსონით დაავადებული პაციენტები;
დ) გლაუკომით დაავადებული პაციენტები;
ე) ფსორიაზით დაავადებული პაციენტები;
ვ) ვიტილიგოთი დაავადებული პაციენტები;
ზ) იქტიოზით (იხტიოზი) დაავადებული პაციენტები;
თ) გულის უკმარისობით (III – IV სტადია) დაავადებული პაციენტები;
ი) ღვიძლის დაავადებებით დაავადებული პაციენტები;
კ) თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტები.
შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო მედიკამენტების პროგრამით.
დახმარება გაგეწევათ:
– ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით. დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ექვსი თვისათვის განკუთვნილ ნორმას.
– კარდიოქირურგიული ოპერაცია, მწვავე ინფარქტი, მწვავე ინსულტის (თავის ტვინის იფარქტი) შემთხვევაში ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.
განცხადება თანდართული დოკუმეტებით უნდა წარადგინოთ სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
– თუ ხართ ონკოლოგიური პაციენტი სიმპტომური მკურნალობისთვის დახმარება გაგეწევათ ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.
– თუ ხართ სოციალურად დაუცველი პენსიონერი ბენეფიციარი და თქვენი სარეიტინგო ქულაა 0-დან 65 001-მდე, ამ შემთხვევაში მედიკამენტური დახმარება გაგეწევათ ერთჯერადად, არაუმეტეს 50 ლარის ოდენობით.
რა დოკუმენტებიტ უნდა მიმართოთ კასპის მერიას?
- განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100;
- ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი აფთიაქიდან;
- ამ მუხლის მე-4 პუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარი წარმოადგენს ამონაწერს სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8