სერვისები სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს გორის მერია თანხით ეხმარება

სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს გორის მერია თანხით ეხმარება

metalab.ge

თუ ცხოვრობ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მიეკუთვნები კონკრეტულ კატეგორიას , მერიისგან მატერიალური დახმარების მიღება შეგიძლიათ. დახმარების მიღება გთვალისწინებულია  იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ, ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით, გარდა (ცელიაკიით და ფენილკეტონურიით) დაავადებული ადამიანებს.

თანხა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა გათვალისწინებულია  სამედიცინო სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების, ადაპტური ტექნოლოგიების და მედიკამენტების თანადაფინანსებისთვის, არაერთჯერადად, წლიურად 500 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

რაც შეეხება სხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს, მერიას გათვალისწინებული აქვს თანხები, ცელიაკიით (ICD K90.0) და ფენილკეტონურიით (ICD E70.0; E70.1) დაავადებული ადამიანების სარეაბილიტაციო საჭიროებების დასაფინანსებლად.  წლიური ლიმიტი ამ შემთხვევაში 1500 ლარია.

ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, ცელიაკით, ფენილკეტონურიით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება ერთჯერადად, 500 ლარითაა განსაზღვრული.

რა სახის დოკუმენტაციის წარდგენაა საჭირო მერიაში?

  • განცხადება მერის სახელზე;
  • დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი;
  • ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
  • ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
  • დაბადების მოწმობის ასლი;
  • განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

2023 წლის ბიუჯეტში აღნიშნული დახმარებისთვის ჯამში 450 ათასი ლარია გათვალისწინებული.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.