პოლიტიკა სწავლის გადასახადისთვის ჩაწერილი სტუდენტების ხმას ალბათ ხელისუფლება გამოიყენებს – ფანიაშვილი

სწავლის გადასახადისთვის ჩაწერილი სტუდენტების ხმას ალბათ ხელისუფლება გამოიყენებს – ფანიაშვილი

admin

საოკუპაციო ხაზის სოფლებში ოპოზიცია საარჩევნოდ კიდევ ერთი ბარიერს განიხილავს. საქმე ეხება სტუდენტების ნაწილს, რომლებიც სწავლის დაფინანსების მიღების გამო, თავის დროზე ამ მხარეში დარეგისტრირდნენ/ჩაეწერნენ, რეალურად კი სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში ცხოვრობენ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მათი უმრავლესობა ოფიციალური რეგისტრაციის მისამართზე ჩასვლას ვერ მოახერხებს და მათი ხმების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ხელისუფლება შეეცდება.

„საოკუპაციო ხაზის სოფლებში ადამიანები თავის დროზე ჩაწერილები არიან იმ მიზნით, რომ სწავლის გადასახადის განახევრებით ან სახელმწიფო დაფინანსებით ესარგებლათ, ბუნებრივია ამ ოჯახებს დასაბრუნებელი აქვთ ეს ვალი სახელმწიფოსთვის. დარწმუნებული ვარ ეს ახალგაზრდები ამ სოფლებში არ მივლენ ხმის მისაცემად, რაც ხელისუფლებისთვის იქნება კარგი საშუალება ამ ადამიანების ნაცვლად „ხმა სხვამ მისცეს“, ამიტომ ყვლაზე მნიშვნელოვანია, რომ დაკმვირკვებლები იყვნენ ყურადღებით, რომ უბანზე შესული პიროვნება ხმას აძლევდეს რეალურად მისი პირადობის მოწმობით, ან შეიძლება სახელი და გვარი ემთხვეოდეს, მაგრამ სხვა სურათი იყოს პირადობაზე ასახული, ამიტომ ასეთი დეტალები ამქსიმალურად უნდა გავაკონტროლოთ“,- აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენელმა მამუკა ფანიაშვილმა.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.