სერვისები სტუდენტთა ნაწილს, კასპის მერია 500 ლარიან დახმარებას სთავაზობს

სტუდენტთა ნაწილს, კასპის მერია 500 ლარიან დახმარებას სთავაზობს

metalab.ge

თუ ხარ სტუდენტი, ცხოვრობ კასპის მუნიციპალიტეტში და აკმაყოფილებ კასპის მერიისგან განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაშინ 500 ლარამდე თანხის მიღება შეგიძლია.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ ერთჯერადი დახმარების მისაღებად?

დახმარება, გაეწევა იმ სტუდენტს, რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით (გარდა ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგად მიღებული გრანტისა) და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • არის დედ-მამით ობოლი;

  • არის მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი) ოჯახიდან;

  • არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 65 001-მდე სარეიტინგო ქულა;

სერვისით ასევე ისარგებლებს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

რა დოკუმენტები გჭირდებათ დახმარების მისაღებად?

  • ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (იწერება ადგილზე);

  • ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • გ) ცნობა და ანგარიშ-ფაქტურა (ან სხვა დოკუმენტი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი).

  • დ) ცნობა ან/და ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულებიდან მასზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობების შესახებ;

  • ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დაფინანსების შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითითებული იქნება კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;


სად უნდა წარადგინოთ დოკუმენტები?

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარადგინოთ პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის დახმარებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართზე: მ. კოსტავას ქუჩა N 18

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.