273
თუ ცხოვრობთ კასპში და სტაციონარში ხანგრძლივად (ერთი თვეზე და მეტი) იმყოფებით, ერთჯერადად ფულად დახმარებას მიიღებთ. დახმარება 1000 ლარის მიღებას ითვალისწინებს.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ?
- განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სტაციონარში მყოფი ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);
- განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
- ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8