რეგიონი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აძვში მომხდარ ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აძვში მომხდარ ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

metalab.ge

აძვში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. საქმის შესწავლა სისხლის სამრთლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

სისხლის სამრთლის კოდექსის 154-ე მუხლი:

  1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
  1. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ორ თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მომხდარი ფაქტის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც, სადაც გმობს ჟურნალისტ შორენა ბიჭიკაშვილისა და ვიდეო ოპერატორ სოსო მჭედლიშვილზე თავდასხმას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

“ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.