363
თუ ხართ სტუდენტი და ცხოვრობთ გორში, ასევე სოციალურად დაუცველთა (0-დან 120 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა) კატეგორიას მიეკუთვნებით და სხვა სახელმწიფო პროგრამით არ სარგებლობთ (ან/და მოპოვებული გაქვთ 50% და 70% სახელმწიფო გრანტი სწავლის დაფინანსებაზე), 500 ლარიანი დახმარების მიღება შეგიძლიათ. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსების მისაღებად თქვენ ან/და ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოთ.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
- განცხადება მერის სახელზე;
- ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მათზე, სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის ან/და ნაწილობრივი დაფინანსების, თანხის ოდენობის და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეკვიზიტების შესახებ;
- დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8