სერვისები სოციალურად დაუცველებს, გორის მერია, 500 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას უფინანსებს

სოციალურად დაუცველებს, გორის მერია, 500 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას უფინანსებს

metalab.ge

თუ სოციალურად დაუცველი ხართ და სამედიცინო ხარჯების დაფინანსება გჭირდებათ, შეგიძლიათ, ყოველწლიურად, გორის მერიის 500-ლარიანი დახმარებით ისარგებლოთ. 500-ლარიანი ლიმიტის გამოყენება მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ.

რას უნდა აკმაყოფილებდეთ პროგრამაში ჩასართავად? 

  • უნდა იყოთ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული
  • თქვენი სოციალური სარეიტინგო ქულა უნდა იყოს 1-დან 150 000-ის ფარგლებში
  • უნდა გესაჭიროებოდეთ სამედიცინო კვლევა, რომლის ხარჯებიც არ იფარება რომელიმე სხვა პროგრამით

რა დოკუმენტები გჭირდებათ პროგრამაში ჩასართავად?

  • განცხადება მერის სახელზე (იწერება ადგილზე)
  • პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი
  • ნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100)
  • ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია
  • საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში)

სად უნდა წარადგინოთ დოკუმენტები?

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარადგინოთ პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის დახმარებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართზე: გრიგოლ ფერაძის ქ. N5

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.