211
საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი კონსულტაციისთვის (ერთი), კვლევებისთვის, მანიპულაციებისთვის და პროცედურებისთვის კასპის მერიას მიმართეთ, თუ მიეკუთვნებით სიმსივნით დაავადებულთა კატეგორიას. 300-ლარამდე თანხის შემთხვევაში სრულ დაფინანსებას მიიღებთ, 301-ლარიდან 500 ლარამდე თუ გჭირდებათ ტანხა, მაშინ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70%-ს მიიღებთ.
რა დოკუმენტებით უნდა მიმართოთ კასპის მუნიციპალიტეტის მერიას?
- განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
- ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
- უარი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8