თუ ხართ 2021 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი მოქალაქე (არაუმეტეს 21 წლისა), გორის მერიისგან ფულადი დახმარება გეკუთვნით.
წლიური ლიმიტი 350 ლარს შეადგენს, რაც გათვალისწინებულია სხვადასხვა საჭიროების, მათ შორის მიმდინარე დავალიანებების დაფარვისსთვის (ქონების რეგისტრაციისას, კომუნიკაციების შეყვანა და დარეგისტრირება; კომუნალური გადასახადების ( დავალიანება) დაფარვა; შრომითი მოწყობისათვის საჭირო დოკუმენტაციის ღირებულების ანაზღაურება, მართვის მოწმობა და სხვა საჭიროება).
თანხის მიღება ლიმიტის ამოწურვამდე ერთი წლის განმავლობაშია შეგიძლიათ. ამისთვის თქვენ ან/და უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მერიას უნდა მიმართოს:
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
- განცხადება მერის სახელზე;
- დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
- ცნობა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ.
- ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8