სერვისები საცურაო აუზის გადასახადს გორში, ბავშვების გარკვეულ კატეგორიას უფინანსებენ

საცურაო აუზის გადასახადს გორში, ბავშვების გარკვეულ კატეგორიას უფინანსებენ

metalab.ge

თუ ხართ 18-წლამდე ასაკის და მიეკუთვნებით სქოლიოზით დაავადებულთა კატეგორიას, ასევე თქვენი სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლითაა, საცურაო აუზით სარგებლობისთვის 300 ლარის მიღება შეგიძლიათ წლის განმავლობაში. გორის ბიუჯეტში,  სქოლიოზით (II და III ხარისხის)  დაავადებული ბავშვების მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის თანხებია გამოყოფილი.

დახმარების მისაღებად თქვენ ან/და უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, მერიას უნდა მიმართოთ.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

  • განცხადება მერის სახელზე;
  •  დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
  •  ცნობა II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100), გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;
  • ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან – საცურაო აუზის მფლობელისაგან;
  •  დაბადების მოწმობის ან/და დევნილის მოწმობის ასლი;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის მერი გასცემს საგარანტიო წერილს, რომელიც საცურაო აუზისთვის მომსახურების გაწევის საფუძველი იქნება. ხოლო საცურაო აუზს კუთვნილი თანხები მას შემდეგ ჩაერიცხება, როდესაც მერიას  განცხადებით და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მერიას.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.