384
თუ ხართ საქართველოს ნაკრების მოქმედი სპორტსმენი და მინიჭებული გაქვთ 0-დან 120 000- ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, მაშინ გორის მერიისგან ერთჯერადად, 500 ლარამდე ფულადი დახმარების მიღება შეგიძლიათ.
რა დოკუმენტები გჭირდებათ პროგრამაში ჩასართავად?
- განცხადება მერის სახელზე (ადგილზე იწერება);
- ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8