ოკუპაცია საქართველოს მოქალაქე სოფელ ნიქოზიდან ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს

საქართველოს მოქალაქე სოფელ ნიქოზიდან ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს

metalab.ge

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტორიტორიიდან საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების შესახებ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები, რაც მათ შორის გამოიხატება უკანონო დაკავებებში, აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ზემო ნიქოზთან დაკავებული პირი მამუკა ჩხიკვაძეა. სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ დაკავებულის მდგომარეობის შესახებ ცხინვალის წარმომადგენლობისგან დეტალური ინფორმაცია მოითხოვონ. მათი შეფასებით, მამუკა ჩხიკვაძის სიცოცხლე საფრთხეშია და სასწრაფო ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.