532
“არა რუსულ კანონს” და “სანქციები ივანიშვილს” ეს იყო მთავარი ლოზუნგები დღეს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებმა ბრიუსელიდან გააჟღერეს. ევროპარლამენტთან გამართულ აქციას უკრაინელი ადამიანებიც შეუერთდნენ და საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ეს არ არის საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი.
თბილისში მიმდინარე გამოსვლების პარალელურად აღნიშნული კანონპროექტი ხარდამჭერი გააპროტესტეს ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც. საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების განცხადებით, საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია.