942
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ადგილობრივმა ლუდა სალიამ (აფხაზეთიდან დევნილი) უკრაინის დროშა აღმართა. მავთულხლართებთან ის მარტო მივიდა და საოკუპაციო ძალების პირისპირ აღმართულ დროშას ფოტო და ვიდეოც გადაუღო.
მისი თქმით, ოკუპანტების არ ეშინია და უკრაინაში რუსეთის აგრესია სწორედ ამ ფორმით გააპროტესტა.
“აგერ დგანან ქედზე ოკუპანდტები და უყურებენ ამ ყველაფერს. იცოდეთ, რომ არასოდეს არაფრის შემეშინდება, კბილებით დავიჭერ ტყვიას. ფოტოს და ვიდეოს ვდებ იმათ დასანახად, ვისაც ეგონა ლუდა სალიას შეეშინდებოდა რუსი ორკების და საოკუპაციო ხაზთან ვერ აღმართავდა უკრაინულ დროშას! დიდება საქართველოს და უკრაინას! გამარჯვება გარდაუვალია”, – წერს ლუდა სალია.