სერვისები სამედიცინო კვლევების, მკურნალობის და ოპერაციისთვის, დაუფინანსებელ ნაწილს ქარელის მერია აგინაზღაურებთ

სამედიცინო კვლევების, მკურნალობის და ოპერაციისთვის, დაუფინანსებელ ნაწილს ქარელის მერია აგინაზღაურებთ

metalab.ge

2013 წლიდან მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ზოგიერთი დაავადების მკურნალობა არ ფინანსდება, ამიტომ ქარელის მერიამ ამ ნაწილის ანაზღაურება ადგილობრივ ბიუჯეტეში გაითვალისწინა.

პროგრამის მიზანია, მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

თუ ცხოვრობთ ქარელში და გჭირდებათ დაფინანსება ისეთი დაავადებების  კვლევების, მკურნალობის და ოპერაციისთვის, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ  ანაზღაურებენ, ქარელის მუნიციპალიტეტს მიმართეთ, რომელიც 4000 ლარამდე დახმარებას გასცემს.

„დამუშავდა მოსახლეობის მკურნალობის დაფინანსების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მკურნალობის, ოპერაციის, ან გამოკვლევის (გარდა: კოსმეტიკური პროცედურებისა; ფაკიური ლინზის გადანერგვისა; რეფრაქციული ანომალიის კორექციისა ექსიმერული ლაზერით – LASIK მეთოდი; ბარიატრიული ოპერაციებისა – 150 000 ქულის ზემოთ; ექიმის ჰონორარისა.) ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილის თანადაფინანსებას 40%-ით, მაგრამ არა უმეტეს 4000 ლარისა, წლის განმავლობაში ერთჯერადად“, – აცხადებენ პროგრამის ავტორები.

ხოლო იმ კარდიოლოგიურ მომსახურებაზე, რომელიც ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ტარიფის მიხედვით, აუნაზღაურებელი ნაწილის 40%-ით.

თუ თქვენი სარეიტინგო ქულაა 0-დან 120 000 ქულის ჩათვლით და მკურნალობის, ან ოპერაციის ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილი არ აღემატება 300 ლარს, 100%-იან დაფინანსებას მიიღებთ. ხოლო თუ თანხა აღემატება 300 ლარს, ემატება 300 ლარს ზემოთ დარჩენილი თანხის 40 %-ი, წლის განმავლობაში ერთჯერადად.

დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, ისე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები).

რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო დახმარების მისაღებად?

  • ანგარიშფაქტურა, წინასწარი კალკულაცია (რომელიც უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის რეკვიზიტებს),
  • ფორმა 100, პაციენტისა და განმცხადებელის პირადობის მოწმობის ასლი და/ან სხვა დოკუმენტი – საჭიროების შემთხვევაში.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.