283
თუ ამოგეწურათ სამედიცინო მომსახურებისთვის გათვალისწინებული ლიმიტი, ერთჯერადი დახმარების მიღება კასპის მერიისგან შეგიძლიათ (მათ შორის ონკოლოგიურ პაციენტებს)
რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ კასპის მერიაში?
- განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ავადმყოფის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
- ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან.
- ცნობა, რომელიც ადასტურებს ლიმიტის ამოწურვას.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
დახმარება გაგეწევათ ერთჯერადად, დაუფინანსებელი თანხის 50%-ით, თანადაფინანსებით კი არუმეტეს 1000 ლარისა.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8