პოლიტიკა სამაჩაბლოს ანექსირებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს – კახა გოგოლაშვილი

სამაჩაბლოს ანექსირებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს – კახა გოგოლაშვილი

metalab.ge

თუ რუსეთი აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში 17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგებს (რომელიც ვიცით როგორც დასრულდება) და გადაწყვეტს სამაჩაბლოს ანექსირებას საქართველოს პასუხი უნდა იყოს შემდეგი:

– გაუქმდეს რუსეთთან სავიზო რეჟიმი;

– გაუქმდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ;

– აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში საკუთრების შეძენა;

– აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის რეზიდენტობის სტატუსის მინიჭება;

– აიკრძალოს მათთვის გრძელვადიანი ვიზების გაცემა;

– რუსული წარმომავლობის კაპიტალს აეკრძალოს საქართვლოში რეგიტრირებულ კომპანებში საკონტროლო პაკეტის ფლობა;

– აიკრძალოს ქვეყანაში ნებისმიერი რუსული საინფორმაციო საშუალების მოქმედება (გარდა რეჟიმის მიმართ ღიად ოპოზიური საშუალებებისა)- მოხდეს რუსული პროპაგანდის კრიმინალიზაცია

– აიკრძალოს რუსულ სამსახურებთან კავშირში მხილებული საზოგადოებრივი ან პოლიტიკური ორგანიზაციების და მედია საშუალებების საქმიანობა.

გასაგებია, რომ ასეთი ზომები ქვეყანას ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს, მაგრამ ეს ხომ ომს მაინც ჯობია და ნებისმიერი თავმოყვარე ერი მისი ტერიტორიის ანექსირებას უომრად არ შეეგუება. მისი მხრიდან აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის პრევენციის მიზნით აუცილებელია დაგეგმილი ზომების თაობაზე წინასწარ ეცნობოს რუსეთის ხელისუფლებას. სახელმწიფო ორგანიებმა კი რუსეთთან ეკონომიკური კავშირების შემცირების შედეგების პრევენციისა და ზიანის შერბილების მიზნით უნდა დაიწყონ სამოქმედო გეგმის შემუშავება. – წერს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.