პოლიტიკა სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანა, შესაძლებლობებს არ ხსნის საქართველოსთვის? – ხოჯევანიშვილი გომელაურს

სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანა, შესაძლებლობებს არ ხსნის საქართველოსთვის? – ხოჯევანიშვილი გომელაურს

metalab.ge

დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში მისულ შსს მინისტრს კითხვით მიმართა, რომელიც საერთაშორისო სანქციების შედეგად რუსეთის კრიზისს ეხებოდა.

“რუსეთი შესულია უდიდეს ფინანსურ რისკებში, დადასტურებულია უკვე, რომ ფინანსური ტრანზაქციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემცირებულია, არის თუ არა ეს შეფასებული ხელისუფლების მხრიდან, როგორც ჩვენთვის დამატებითი შესაძლებლობა, რომლის გამოუყენებლობაც დიდი შეცდომა იქნება”.

ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ ვახტანგ გომელაურს.

რეგიონში არსებული ვითარებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიები რისკები კიდევ უფრო გაზრდილია. რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის მეშვიდე და მეოთხე სამხედრო ბაზები, რომლებიც განთავსებულია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ერთვება უკრაინის ომში შესაბამისად ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გარემოება ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე შესაძლებლობას ხსნის. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია დღეს შესულია უდიდეს ფინანსურ რისკებში და ფაქტობრივად უკვე ღიად დადასტურებულია უკვე, რომ ფინანსური ტრანზაქციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემცირებულია და კიდევ უფრო შემცირდება მიმდინარე თვეებისა და წლების განმავლობაში, არის თუ არა ეს შეფასებული თქვენი მხრიდან და ხელისუფლების მხრიდან, როგორც ჩვენთვის დამატებითი შესაძლებლობა, ის შესაძლებლობა, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის იყოს და რომლის გამოუყენებლობაც დიდი შეცდომა იქნება”, – მიმართა ხოჯევანიშვილმა გომელაურს.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.