სერვისები საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად წამსვლელ სტუდენტებს ხაშურის მერია თანხით ეხმარება

საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად წამსვლელ სტუდენტებს ხაშურის მერია თანხით ეხმარება

metalab.ge

თუ ხართ სტუდენტი ხაშურის მუნიციპალიტეტიდან და სწავლის გასაგრძელებლად სხვა ქვეყანაში მიემგზავრებით, ფინანსურ დახმარებას ხაშურის მერია გაგიწევთ.

დახმარება ერთჯერადად თანხის გაცემას გულისხმობს, რაც წლის განმავლობაში 700 ლარითაა განსაზღვრული.  

დახმარების მისაღებად სტუდენტმა ხაშურის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს.

„მერია უზრუნველყოფს სტუდენტების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო ერთჯერად დახმარებას. პიროვნებაზე ერთჯერადი დახმარება წლის განმავლობაში 700 ლარამდე თანხით განისაზღვრება“,- აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.